LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ – „თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან საერთაშორისო გამოძიებას?! – მიქარული აქვთ და იმიტომაც გაურბიან“

138
ალეკო ელისაშვილი

„ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტნიორებთან საუბრისას ოპოზიციის მხრიდან მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„ჩვენ ვეტყვით ყველაფერ იმას, რაც მოხდა სინამდვილეში ჩვენ ქვეყანაში. დავუდებთ მტკიცებულებებს, რომელიც საკმარისზე მეტია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ დაინიშნოს საერთაშორისო გამოძიება. თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან ამ გამოძიებას?! მიქარული აქვთ და იმიტომაც გაურბიან. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, უცხოელებმა, პატიოსანმა სანდო ხალხმა გამოიძიოს, რა მოხდა არჩევნებზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია ოპოზიციას ხვდება. მანამდე ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. “ქართულმა ოცნებამ” კი დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

„შეუძლებლად მიმაჩნია მიღებულ თხოვნაზე დათანხმება…“ – შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა

მიხაილ როთი: „სანამ ამ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი ვერ აღიარებს მას, როგორც ლეგიტიმურს – თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად გამოძიებული არ იქნება, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g