ალენ დელონის ვაჟი, 60 წლის კრისტიან აარონ ბულონი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ Le Parisien წერს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სიცოცხლის ბოლო წლებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მას „ჰემიპლეგიის“ – (კუნთების სისუსტე) დიაგნოზი დასვეს და ბოლო პერიოდში ეტლით გადაადგილდებოდა.
კრისტიანი გარდაცვლილი იპოვა მომვლელმა ქალმა, რომელსაც მასზე უნდა ეზრუნა, თუმცა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა. მომვლელი ქალი უკვე დაკავებულია.
ცნობისთვის, კრისტიან აარონ ბულონის დედა გერმანელი მომღერალი, მოდელი და მსახიობი კრისტა პეფგენი იყო. აღსანიშნავია, რომ თავად დელონი მას შვილად არ აღიარებდა და დნმ-ის ტესტის ჩატარებაზეც უარს აცხადებდა.
„მშვიდად განისვენე არი. ტრაგიკული ბედი, სევდა…“ – წერს „ინსტაგრამზე“ ალენ დელონის ვაჟი ენტონი.
„მისი სიცილი ყველაზე მეტად მიყვარს“ – ნახეთ ალენ დელონის უახლესი ვიდეო