ლეგენდარული მსახიობის, ალენ დელონის ვაჟმა, ენტონიმ „ინსტაგრამზე“ მამის უახლესი ვიდეო გაავრცელა.
„შემომხედე, აბა, რას ხედავ, როცა მიყურებ?“,– ეკითხება ენტონი ალენს.
„რას ვხედავ და ალენ დელონს…“ – პასუხობს 97 წლის მსახიობი და გულიანად იცინის.
„მე მისი სიცილი ყველაზე მეტად მიყვარს“,– ასე დაასათაურა ენტონიმ სახალისო ვიდეო.
ცოცხალი და ჯანმრთელია – რა ფოტოს აქვეყნებს ალენ დელონის ვაჟი
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალენ დელონი სიცოცხლეს ევთანაზიით დაასრულებდა. თუმცა ამის შესახებ ფრანგულ და საერთაშორისო მედიაში ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ფაქტია, დელონი თავს მხნედ გრძნობს.