ალექს როდრიგესი უზომოდ შეყვარებულია. ამას ადასტურებს ისიც, რომ ყოფილი პროფესიონალი ბეისბოლისტი სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს ისეთ პოსტებს, სადაც ჯენიფერ ლოპესს სიყვარულში უტყდება.
ამ დღეებში, 43 წლის ა-როდმა და 49 წლის ჯეი ლომ ბავშვობა გაიხსენეს. როდრიგესმა ,,ინსტაგრამზე” მორიგი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის და ლოპესი საქანელაზე სხედან.
,,თავს ისევ ბავშვურად მაგრძნობინებ” – წერს როდრიგესი, რომელსაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი ოცდათორმეტივე კბილი უჩანს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ლოპესის ლუქი. ფოტოზე, ამერიკელი მომღერალი ვერცხლისფერი გამჭვირვალე კაბით, ფეხშიშველი პოზირებს.
View this post on Instagram
You make me feel like a kid again.
A post shared by Alex Rodriguez (@arod) on
შეგახსენებთ, რომ ალექს როდრიგესისა და ჯენიფერ ლოპესის ურთიერთობა სტარტს 2017 წლის თებერვლიდან იღებს.