LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს უორენის ახალი სიმღერის კლიპში პერის ჰილტონი მონაწილეობს

107
photo-collage.png (2)

26 თებერვალს, ალექს უორენმა ახალი სინგლი – Fever Dream გამოუშვა. იმ ფონზე, როცა არტისტი ცნობილია თავისი ემოციური და პერსონალური ტექსტებით, სიმღერაც მის სტილს აგრძელებს და პირად გამოცდილებებსა და ურთიერთობებს ეხება.

კერძოდ, Fever Dream იმ ინტენსიურ, თითქმის სიურრეალისტურ ემოციას ასახავს, რომელიც თან ერთი ნახვით შეყვარებას ახლავს. ის აღწერს მომენტს, როცა ადამიანი მზად არის ხელი ჩაიქნიოს სიყვარულზე, თუმცა მოულოდნელი შეხვედრა მის სამყაროს სრულიად ცვლის.

შემსრულებლის თქმით, ტრეკი მეუღლესთან, კუვრ ანონთან შეხვედრის შთაგონებით დაწერა, მისი სახელწოდება კი გამოხატავს იმ დამაბნეველ და ინტენსიურ მდგომარეობას, როცა რეალობისა და სიზმრის გარჩევა რთულია. ალექსის მეუღლე კლიპის ერთ-ერთ სცენაში „საშინელებათა ფილმის“ მსხვერპლის როლს თამაშობს.

ჩანაწერის ვიდეოში თავად უორენი ტურისტული ავტობუსის მძღოლის როლშია, რომელიც ფანებს სელებრითების სახლების დასათვალიერებლად ატარებს. მუსიკალური რგოლის ცენტრალურ ფიგურად პერის ჰილტონი მოგვევლინა, რომელიც სიუჟეტის კულმინაციურ მომენტში ჩნდება როგორც იდუმალი ქალი, რომელსაც ალექსი ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები