LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა: ინტერნეტიზაციის პროექტებმა განვითარებულ ქვეყნებში დიდი გავლენა იქონია განათლებაზე და ეკონომიკაზე

143

ყველა ქვეყანაზე, რომელიც განათლებისა და ეკონომიკის კუთხით სწრაფად განვითარდა, ინტერნეტმა დიდი გავლენა იქონია, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მინისტრი NDI-ს კვლევების შედეგებს გამოემხაურა, რომლის თანახმად, საქართველოში ინტერნეტზე ხელი მოსახლეობის მხოლოდ 32%–ს მიუწვდება.

ჯეჯელავას თქმით, მას კვლევის საიმედოობაზე წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე „მაღალი შეხედულება“ არ აქვს. რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების მასშტაბების ზრდას, როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ეს ნამდვილად ამოცანაა.

მისივე განცხადებით, განათლების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა, რომ განათლების მიმართულებით ტექნოლოგების გამოყენებაზე სულ უფრო მეტ სკოლას, რეგიონს და მოსწავლეს ჰქონდეს ინფორმაცია.

„მუშავდება სოფლებში ფართოზოლოვანი, სწრაფი, ინტერნეტის შეყვანის პროექტი და ფაქტობრივად ყველა სოფელში გვექნება ოპტიკური კავშირი, ძალიან ხარისხიანი. სხვა ქვეყნების გამოცდილება რომ ნახოთ, ასეთივე პროექტებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია განათლებაზე, ეკონიმიკაზეც და სხვა სფეროებზეც. მე პირადად მეჩვენება, რომ მეტს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ინტერნეტზე. მობილურის დაფარვის ციფრები ვიცი და ეს ციფრები რომ მაღალია, მგონია, რომ მობილური ინტერნეტის გამოყენებაც წესით უნდა იყოს უფრო მაღალი,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები