ამერიკაში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა, კიდევ ერთი ჯილდო აიღო – ქართული დიასპორის ნომინანტი გახდა, ანუ მიიღო წოდება ადამიანის, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ. დაჯილდოების ცერემონიალი მალტაზე გაიმართა, სადაც 19 წლის მომღერალს დედაც ახლდა.
ალექსანდრემ „სარკეს“ უამბო:
ჩემი და და დედა ჩამოვიდნენ და პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მე და დედა ერთად ვიყავით საზღვარგარეთ და თან დაჯილდოებაზე.
იმისდა მიუხედავად, რომ ამხელა მონატრება გვქონდა ერთმანეთის მიმართ მე და დედაჩემს, არც ერთს გვითქვამს სიტყვა „მენატრები“, რადგან ძალიან მტკივნეული იქნებოდა ეს ჩვენთვის. ისედაც ვიცოდით, რა ხდებოდა ჩვენს გულებში და ერთმანეთი როგორ გვენატრებოდა. იმდენად მძიმე იქნებოდა ჩვენთვის ამ სიტყვის წარმოთქმა…
სიყვარულიც ხომ არ გეწვიათ ამერიკაში?
სიყვარულს შევეშვი… ერთი წელი ვიყავით ერთად და მერე დავშორდით… მინდა, ჩემ გვერდით იყოს ჩამოყალიბებული და ძლიერი გოგო…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.