LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალექსი თირქიას თავში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ სამუდამო დაღი დაასვა, ცალი თვალი ისე დაუზიანდა მხედველობა აღსადგენია, დაზიანებული აქვს თავის ქალა, მოგვიანებით მეორე ოპერაცია უნდა გაიკეთოს“ – 21 წლის ახალგაზრდას საზოგადოების დახმარება სჭირდება

257
ალექსი თირქია

გასული წლის 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავებულ ალექსი თირქიას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

როგორც ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, ალექსის გასაკეთებელი აქვს ორი ოპერაცია და დაფინანსების მოლოდინშია, კვლევებისა და ყოველდღიური საჭიროებებისთვის განკუთვნილ ხარჯებში კი მას მხარდაჭერა ესაჭიროება:

„მეგობრებო, ალექსი თირქია ყველას გვახსოვს.

21 წლის ბიჭი, რომელსაც თავში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ სამუდამო დაღი დაასვა.

ალექსის ცალი თვალი ისე დაუზიანდა მხედველობა აღსადგენია, ელოდება დაფინანსებას რომ ოპერაცია გაიკეთოს. დაზიანებული აქვს თავის ქალა. ოდნავ მოგვიანებით მეორე ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

კვლევები, ბინის ქირა, ყოველდღიური საჭიროებები ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ფონდის არსებობის შემთხვევაში არ შეგაწუხებდით, მაგრამ ახლა მიწევს. ანგარიშის ნომრები კომენტარებშია და დარწმუნებული ვარ, რომ მის ფინანსურ პრობლემას მოვაგვარებთ.

ანგარიშის ნომრები:

#GE30TB7689145061100129

მიმღები ალექსი თირქია

#GE71BG0000000539542147 “, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქია: „სასიხარულო ამბავი მაქვს, კლინიკიდან გამომწერეს, ძალიან დიდი მადლობა ყველას“

მეგობრებო, ალექსი თირქია ყველას გვახსოვს. 21 წლის ბიჭი, რომელსაც თავში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ სამუდამო დაღი…

Posted by Nanuka Zhorzholiani on სამშაბათი, 15 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g