LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალერსანდრა ამბროსიო Victoria’s Secret-ს ოფიციალურად დაემშვიდობა (ფოტო)

196

ბრენდ Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი მთავარი „ანგელოზი“, ალესანდრა ამბროსიო, რომელმაც მარკის შემადგენლობიდან წასვლის შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, გამოსამშვიდობებელი წვეულება მოაწყო. ღონისძიებაზე მოდელმა ახლო მეგობრები დაპატიჟა.

საღამო სასტუმროში The London Hotel West Hollywood გაიმართა და მისი მთავარი კონცეფცია საღამურები იყო. გოგონებს შავი ფერის სამოსი ეცვათ, ამბროსიოს კი მათგან განსხვავებული – ვარდისფერი.

„ამ ქალღმერთის გარეშე Victoria’s Secret აღარასოდეს იქნება ის რაც აქამდე იყო! ყველა დროის საუკეთესო „ანგელოზი!“ – დაწერა ამბროსიოს ერთ-ერთმა მეგობარმა.

შეგახსენებთ, რომ ლამაზმანი ბრენდის მიერ გამართულ ჩვენებაში პირველად 2001 წელს გამოვიდა. მაშინ შოუს მთავარი ვარსკვლავები ჟიზელ ბუნდჰენი, ტაირა ბენკსი და ჰაიდი კლუმი იყვნენ. მცირე ხნის შემდეგ კი ის ერთ-ერთი წამყვანი „ანგელოზი“ გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები