Victoria’s Secret-2017-ის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 36 წლის ალესანდრა ამბროსიომ ბრენდთან თავისი თანამშრომლობის დასრულების შესახებ განაცხადა. ბრაზილიელმა მოდელმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ შანხაიში გამართული ჩვენება მისთვის ბოლო იქნებოდა.
ალესანდრა თეთრეულის ბრენდის ვეტერანი მოდელია, ისინი 2001 წლიდან თანამშრომლობენ. 17 წლის განმავლობაში ალესანდრას ორჯერ ანდეს Fantasy Bra, რომელიც ძვირფასი ქვებით არის გაწყობილი.
მოდელმა განაცხადა, რომ ახლა ის მსახიობობას აპირებს. „ვიქტორიას“ ვარსკვლავი უკვე რამდენიმე კინოპროექტში იყო დაკავებული, მათ შორის არის „Daddy’s Home 2“, რომლის პრემიერაც ახლა მიმდნარეობს. გარდა ამისა, მოდელს სურს მეტი დრო დაუთმოს ოჯახს.
მრავალწლიანი თანამშრომლობის დასრულება საკმაოდ ემოციური გამოდგა.

















