Alfa Romeo-ს ბრიტანული ფილიალის ხელმძღვანელმა დემიენ დალიმ მკაფიოდ გაუსვა გაზი იმ ფაქტს, რომ ბრენდს ახალი მყიდველების მოზიდვა სურს და ამიტომ სპორტულ იმიჯზე უარს იტყვის. ამ მომენტისთვის Alfa Romeo-ს მთავარი კლიენტები საშუალო ასაკის მამაკაცები არიან. ახალი მოდელების სამიზნე კი ოჯახური წყვილები და ქალები იქნებიან. იტალიური ბრენდის ტოპ-მენეჯერმა დააზუსტა, რომ მათი მიზანი ტრადიციების შეუცვლელად „ფართო აუდიტორიის“ ათვისებაა.
Autocar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დემიენმა რამდენიმე თეზისი გააჟღერა. პირველი – Alfa Romeo მიისწრაფვის რომ „არა ემოციური, არამედ რაციონალური ბრენდი“ იყოს. ეს კი მასობრივი მოდელების მომრავლებით მიიღწევა.
მეორე – Alfa Romeo-ს ახალი გამოწვევა ელის – იმიჯის შეცვლა, რამეთუ იტალიური ბრენდი ბევრისთვის სპორტთან ასოცირდება.
კომპანია იტალიური დიზაინის და სპორტული სტილის ერთგული დარჩება, თუმცა ამ ტრადიციას მომავალში, მას შემდეგ დაუბრუნდება რაც მყარ ბიზნეს-მოდელს შექმნის.