აშშ-ში Alfa Romeo-ს საშუალო სტატისტიკური ავტო სალონი თვეში მხოლოდ 7 მანქანას ყიდის. როგორც გაირკვა, ამ დროისთვის აშშ-ს ტერიტორიაზე იტალიური ბრენდის 110 სადილერო ცენტრი ფუნქციონირებს. ამასთან, ჯერ კიდევ 2 წლის წინ ქვეყანაში ბრენდის 135 ოფიციალური ავტო სალონი მუშაობდა.
2024 წლის მესამე ნაწილში alfa Romeo-ს გაყიდვები სამჯერ შემცირდა. წელს კომპანიამ მხოლოდ 6826 ავტომობილი გაყიდა. ამასთან, რეალიზაციის შემცირება დააფიქსირა პრაქტიკულად ყველა ბრენდმა, რომელიც Stellantis-ის კონცერნში შედის.
კომპანიის ბოლო დროინდელი გაყიდვების ნახევარი კროსოვერ Tonale-ზე მოდის. თუმცა, მოდელმა ვერ შეძლო Giulia-ს და Stelvio-ს გაყიდვების შემცირების კომპენსირება.