საერთაშორისო ავტო ინდუსტრიის კონგლომერატმა Stellantis-მა ელექტროფიკაციისკენ სრული მზადება დაიწყო. სიახლე მოიცავს კონცერნის 14 ბრენდს და პირველი იქნება Alfa Romeo, რომელიც შიდა წვის ძრავებზე სრულად უარს იტყვის. 2023 წლის Alfa Romeo Tonale-ს იქნება პირველი ელექტრიფიცირებული მოდელი, რომელიც 2027 წლისთვის სრულად ელექტრო ხაზში გადავა.
ახალი Tonale არის გარდამავალი მოდელი, განაცხადა Alfa Romeo-ს ხელმძღვანელმა Jean-Philippe Imparato-მ, რაც ნიშნავს Alfa-ს სწრაფვას ელექტროფიკაციისკენ. Tonale ევროპასა და აზიაში ჰიბრიდი იქნება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში

მომხმარებელს ექნება არჩევანი როგორც ტურბო I-4 ძრავის მქონე ვარიანტზე, ასევე პლაგ-ინ ჰიბრიდზე, რომელიც უზრუნველყოფს 30 მილის ავტონომიას.
Imparato–ს თქმით, 2025 წლის ელექტრო Quadrifoglio–ს გამოშვების შემდეგ, ყველა ახალი Alfa Romeo სრულად ელექტრო იქნება. 2027 წლისთვის უკანასკნელი შიდა წვის ძრავის მქონე მოდელი დატოვებს ხაზს, რის შემდეგაც Alfa სრულად ელექტრო ხაზის მქონე ბრენდი გახდება.

2024 წელს Tonale-ს შემდეგ Alfa კიდევ ერთი გარდამავალ მოდელს გამოუშვებს, რომელსაც ექნება ჰიბრიდიც და ელექტრო ვერსიაც — ეს იქნება Alfa-ს პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი.