LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიევის ადმინისტრაცია: არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება

136
fot (2)

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიების შესაჩერებლად, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება.

„სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნილი და დღემდე მხარდაჭერილი არალეგალური რეჟიმის მოწოდებასთან დაკავშირებით „მოლაპარაკებების დაწყების“ შესახებ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე მიიწვია ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლები დიალოგისთვის, რეინტეგრაციის საკითხების განხილვის მიზნით. თუმცა, მათ ყოველ ჯერზე უარი განაცხადეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას ევლახში შეხვდეს ჩვენი ქვეყნის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებს. თუმცა, ანტიტერორისტული ღონისძიებების შესაჩერებლად, არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფაშინიანი: „აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში ჩაითრიოს – სომხეთი საომარი მოქმედებების დაწყებას არ აპირებს“

შეგახსენებთ, რომ სომხური წყაროები ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებაზე იუწყებიან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგიონში „ადგილობრივი ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო“.

„მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სომხების გენოციდი არ ყოფილა და ფაშინიანის მისია ამ მიწაზე შესრულდება – იუდას ბედი შესაშურია“ – სიმონიანი ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას ეხმაურება

„აზერბაიჯანის ჯარებმა სტეფანაკერტის დაბომბვა დაიწყეს“ – სომხური წყაროები ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებაზე იუწყებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები