LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალისია ვიკანდერისა და მაიკლ ფასბენდერის ქორწილის ახალი დეტალები

203

ალისია ვიკანდერისა და მაიკლ ფასბენდერის ქორწილის შესახებ პირველად მიმდინარე წლის ზაფხულში ალაპარაკდნენ. ღონისძიების დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა, დასავლურმა მედიამ ქორწილის გარკვეული დეტალების გაგება მაინც მოახერხა.

არსებული ინფორმაციით, ალისია და მაიკლი ურთიერთობას მიმდინარე თვეში დააკანონებენ, ცერემონია კი იბიცაზე გაიმართება. დღესასწაულის ფორმატზე ინფორმაცია დაპატიჟებულ სტუმრებსაც არ აქვთ. მათი თქმით, მათ მხოლოდ რიცხვი და იმ სასტუმროს სახელწოდება აქვთ, სადაც ცერემონიის გამართვა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ფასბენდერისა და 29 წლის ვიკანდერის რომანი ფილმის „სხივი ოკეანეებს შორის“ გადაღებებზე დაიწყო, სადაც ისინი მთავარ როლებს ასრულებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g