LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ალყაშემორტყმული ქალაქი ბლოკადის დასრულებამდე არ მიუტოვებია, მძიმედ დაჭრის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა” – 102 წლის ომის ვეტერანის ისტორია

112
Untitled design (4)
ფოტო მთავარ სლაიდზე: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია

 

მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი გავიდა. 

ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეტერანებისთვის, მებრძოლი გმირებისთვის, რომლებიც უკვე 77 წელიწადია იხსენებენ 1941-1945 წლებში, საკუთარ თავზე გადახდენილ ისტორიებს.

დღეს საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 173 ადამიანი ცხოვრობს – მათგან უხუცესი 103 წლის არის

ვეტერანებიდან ერთ-ერთია ვალერიან ლომთათიძე, რომელიც 5 მაისს 102 წლის გახდა. 

ვალერიან ლომთათიძის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ცხოვრობს.

21 წლის იყო, როდესაც ომში გაიწვიეს. ჯერ ფინეთის საზღვართან იბრძოდა, შემდეგ ლენინგრადის ბლოკადაში მოუწია ყოფნა. ომიდან დაბრუნება 1944 წელს, მძიმედ დაჭრის შემდეგ მოუწია.

“ალყაშემორტყმული ქალაქი ბლოკადის დასრულებამდე არ მიუტოვებია; 1944 წელს მძიმედ დაიჭრა, რის გამოც, ფრონტიდან სამშობლოში დაბრუნდა და მას შემდეგ, მშობლიურ ბუკნარში ცხოვრობს.

დღემდე ახსოვს ომის მძიმე დღეები და ფრონტელი მეგობრები, რომელთა უმრავლესობაც, ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა – ბრძოლის ველზე დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ბატონ ვალერიანს, ძალიან უყვარს სტუმრები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები და მათ, ყოველთვის, გურული, სხარტი იუმორით, სიყვარულით ხვდება”, – ამბობენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

შემძრა ერთ გვერდზე დატეულმა ამ უზომო ტრაგედიამ… ასეთი დიდი მსხვერპლი გაიღო ბედკრულმა საქართველომ” – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი კალანდია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები