LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემძრა ერთ გვერდზე დატეულმა ამ უზომო ტრაგედიამ… ასეთი დიდი მსხვერპლი გაიღო ბედკრულმა საქართველომ” – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი კალანდია

5907
Untitled design

საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება.

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

ისტორიკოსი აქვეყნებს წიგნის ყდის ფოტოს. სტატუსიდან ირკვევა, რომ წიგნი სამი ძმის საკუთრება იყო. სამივე მათგანი ომში წავიდა და უკან არც ერთი დაბრუნებულა.

“დღეს 9 მაისია… ეს წიგნის ყდა ჩვენი მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ვნახე…

შემძრა ერთ გვერდზე დატეულმა ამ უზომო ტრაგედიამ… ასეთი დიდი მსხვერპლი გაიღო ბედკრულმა საქართველომ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში! სამუდამო ხსოვნა მათ სახელებს!” – წერს კალანდია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან დღეს 77 წელი შესრულდა.

ომში, რომელიც 1941-1945 წლებში მიმდინარეობდა, საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g