LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ასაკში პატარები ჯდომას და ხოხვას იწყებენ, ანდრია კი მთელი ეს დროა ჩასუნთქვას ცდილობს… ყველა ერთად უნდა დავდგეთ ახლა! მთელი ქვეყანა! ჰაერი სჭირდება ბავშვს, ყველგან რომ არის… და ამ პატარა ანგელოზს უნდა ვუწილადოთ!“ – სანდრო ელოშვილი 8 თვის ანდრიაზე

145
დონალდ ტრამპი (9)

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს და 8 თვის ანდრიას შესახებ წერს.

„საახალწლოდ გამოწყობილი ეს პატარა ანგელოზი, რვა თვის ანდრია, მას მერე რაც დედამიწას ეწვია, ტკივილით და ცრემლით, მთელი სამყაროს სამყოფს იბრძვის სიცოცხლისთვის და გადარჩენისთვის!

ამ ასაკში პატარები ჯდომას და ხოხვას იწყებენ, ანდრია კი მთელი ეს დროა ჩასუნთქვას ცდილობს… ცდილობს, მაგრამ აპარატის გარეშე ვერ ახერხებს!

გული და სული დადეს ქართველმა ექიმებმა, ყველაფერი ქნეს, მაგრამ სამწუხაროდ უძლურები აღმოჩდნენ და თვითონვე ითხოვენ ბავშვის სასწრაფოდ გადაყვანას უცხოეთში.

ვიცით ის, რომ თანდაყოლილი პათოლოგიაა, დიაგნოზი კი უცნობი…

ნაცნობიც რომ იყოს, მე რას გავუგებ მედიცინას, მარტო ის ვიცი რომ უნდა ჩაისუნთქოს! უნდა ჩაისუნთქოს და უნდა ამოისუნთქოს!

ხოდა ყველა ერთად უნდა დავდგეთ ახლა! მთელი ქვეყანა! ჰაერი სჭირდება ბავშვს, ყველგან რომ არის… შენთან! ჩემთან! ჩვენთან! და ამ პატარა ანგელოზს უნდა ვუწილადოთ!

გააზიარეთ! აუცილებლად გააზიარეთ!

ჩემს ანგარიშებს ვწერ, ჯერ იმდენი მაინც რომ მოვაგროვოთ რომ ოჯახი წავიდეს, დიაგნოზი გაიგოს და მერე ყველაფერს ვიზამთ!

#GE32TB7609945061600014 🔵თი ბი სი

#GE54BG0000000161381454 🟠საქ. ბანკი

ჩვენია ეს ქვეყანა, დედამიწაც ჩვენია და ჰაერიც ყველას გვეყოფა!“, – წერს სანდრო ელოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g