LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დამპალ დაავადებასთან ბრძოლის დროს, არასდროს დაუწუწუნია ან დაუწუნია სამყარო, მისი მოწყობა და მისი სამართალი.. ახლა ჩვენი გული და სულია საჭირო!“ – ალექსანდრე ელოშვილი წერს, რომ 3 შვილის მამას, გიორგი იუკურიძეს დახმარება ესაჭიროება

254
Untitled design (3)

რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მის უახლოეს მეგობარს გიორგი იუკურიძეს, რომელსაც 3 შვილი ჰყავს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

როგორც ალექსანდრე ელოშვილი წერს, იმისთვის, რომ იუკურამ დაავადებასთან ბრძოლა განაგრძოს, 10 000 ლარია საჭირო.

„ამ ფოტოზე მე და იუკურა ჩემს კატოს ვაწვალებთ… კატოს გარდა კიდევ ორი შვილი მყავს, იუკურასაც სამი… ❤

განსაკუთრებით კარგი მამაა, ისევე როგორც განსაკუთრებით კარგი ქმარი, განსაკუთრებით კარგი მეგობარი და განსაკუთრებით კარგი ქართველი…

ვინც იცნობს, ყველას უყვარს! სადმე კარგი შთაბეჭდილება თუ გინდა მოახდინო, უნდა წაიყვანო და თავისი სითბოთი, ოჯახიშვილობით, კულტურით და ზრდილობით შენზე მეტად შეაყვარებს იმ ხალხს თავს…

და როცა არ არის?! ღმერთია მოწამე, უცხო ადამიანთან საერთო ნაცნობად რომ გამოდგება ხოლმე, მე და ის უცნობი მთელი დღე ერთმანეთს სიყვარულში და ძმაკაცობაში ვეჯიბრებით…

ასე იცის ამ ბიჭმა გაერთიანება და გაგულიანება ყველაფრის!

სიკეთე დააქვს! იმდენი და იმხელა, ორ და სამ ადამიანს რომ არ შეგვიძლია ამ წონის აწევა, ამიტომაც არის ხოლმე ხანდახან “ავად” ჩვენი იუკუ… ასე მგონია ჩვენგან მიაქვს ცუდი… ჩვენ გვავსებს, გვაიმედებს, გვაკეთილშობილებს და მერე თვითონ სტკივა…

მართალია ზუსტად დღეს, საჯაროდ პირობა დავდე რომ ჩემს გვერდზე მსგავსი პოსტები აღარ იქნებოდა, მაგრამ ისაც ხომ ვთქვი, ბედნიერი ვარ ჩვენი ერთობით, იმიტომ რომ მოვა დრო და მეც თუ დამჭირდება თანადგომა, თქვენი იმედი მექნება მეთქი…

ასე მალეც არ მეგონა, მაგრამ მოვიდა ის დრო, ყველაზე მეტად რომ მჭირდებით მეგობრებო! 🙏 მინდა რომ დიდხანს მყავდეს მეგობარი… ეგოისტურად! მჭირდება და იმიტომ!

იმიტომ რომ, ჩვენი შვილები მეგობრები არიან და ჩემი ნიკო და მისი ირინკა ერთად დადიან ფეხბურთზე… (ირინკა ბომბარდირია, ნიკო უფრო… ირინკას აგენტი გამოვა)

იმიტომ რომ, როდესაც სახლში არ ესმით, ტელეფონზე არ მპასუხობენ და ვიწყებ ნერვიულობას, იუკურა ადის და ჩემი სახლიდან მირეკავს…

იმიტომ რომ, მამაჩემი ნუკრი და მამამისი რეზო, რომლებიც ასევე მეგობრები არიან, მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც გავიგეთ ეს ამბავი და იუკურა თურქეთში პირველად გადაფრინდა, ეზოში ერთმანეთს ხვდებოდნენ და ხმას არ იღებდნენ… მივხვდი როგორია მამების უთქმელი დიალოგი, როდესაც შვილებზე დარდობენ!

იმიტომ, რომ დედა ჰყავს, თამრიკო, რომელიც ლოცულობს შვილისთვის და არ შეიძლება დედას არ სჯეროდეს საკუთარი ლოცვის ძალის!

იმიტომ რომ, ცხოვრებაში ორჯერ ანევრიზმის გახეთქვის მიუხედავად, ახლაც ამ დამპალ დაავადებასთან ბრძოლის დროს, თუნდაც მაშინ როდესაც ქიმიის ტკივილები აქვს, არასდროს დაუწუწუნია ან დაუწუნია სამყარო, მისი მოწყობა და მისი სამართალი…

აქამდე ღიმილით ებრძოლა ყველაფერს, ისე რომ ერთხელ არ შეგვაწუხა… ახლა ჩვენი გული და სულია საჭირო!

10 000 დოლარი!

10 000 მარტო საერთო მეგობარი გვყავს მე და იუკუს! 😍

ამიტომაც ყველაფერი გამოვა!

გაზიარება აუცილებელია! ❤

ჩემს ანგარიშებს დავწერ ქვემოთ…

რომ შეგროვდება, როგორც ვეძახი ხოლმე ეზოში შესული, მინდა მივიდე ვერაზე, აივანზე გამოვახედო და ჩემი დარქმეული ახალი მეტსახელით შევძახო…

ყველაფერი კარგადაა იუკვდავ!

GE32TB7609945061600014 თი ბი სი

GE54BG0000000161381454 საქ. ბანკი

ალექსანდრე ელოშვილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები