ჟურნალისტი ნინო ხაჟომია რთულ გზას გადის, – ის სიმსივნეს ებრძვის. ამ გზაზე მისთვის დიდი დასაყრდენია მეუღლე, აკაკი გოგიჩაიშვილი.
ამასთან დაკავშირებით ნინო სტატისს აქვეყნებს და გვიზიარებს მეორე ნახევართან ერთად გადაღებულ ფოტოს:
„ამ გზაზე ბევრი დავკარგე, ბევრი შევიძინე, ბევრი გადავაფასე. ეს კაცი სიბერეში კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე. სიყვარულს, მხარდაჭერას და მიმღებლობას შეუძლია იმ ბიოქიმიური პროცესების ჩართვა, რომელსაც ორგანიზმი შვებით პასუხობს”.
