LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ მოსიარულე ნაგავს ყიჟინა აქვს ატეხილი, ვითომ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მეც გადამიღო უჩა აბაშიძემ მის ცოლთან“ – რას წერს ალეკო ელისაშვილი

300
ალეკო ელისაშვილი

„ნინო ჯღარკავა ყავთ ერთი სუს-სის სიბინძურეების მედროშე და ამ მოსიარულე ნაგავს დილიდან ყიჟინა აქვს ატეხილი, პირდაპირი მინიშნებებით, ვითომ სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მეც გადამიღო უჩა აბაშიძემ მის ცოლთან“, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შსს-ს ცნობით, უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვადასხვა პირის ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს

ალეკო ელისაშვილი დაკავებულ სამხედრო ბლოგერს, უჩა აბაშიძეს სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ მასთან და მის მეუღლესთან შეხება არასდროს ჰქონია:

„ისეთ მარაზმში არის ხელისუფლება, რომ ნებისმიერ ტყუილზე და სიბინძურეზე მზადაა, როგორც ჩანს, წასასვლელად. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩემი სოლიდარობა უჩას – აშკარად მსხვერპლს ამ რუსული რეჟიმის. მერე მეორე – მიუხედავად იმისა, რომ უჩას დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ როგორც მილიტარისტს და ჯერ კიდევ ფორუმ.ჯი-დან ვიცი მის შესახებ, არასოდეს შევხვედრივარ და არ ვიცნობდი პირისპირ.

პირველად აქციაზე შევხვდი რამდენიმე დღის წინ და ორი წამი მოვახერხეთ გამოლაპარაკება. მისი ცოლი ვინ იყო, წარმოდგენა არ მქონდა. რომ დააკავეს მხოლოდ მაშინ გავიგე, ვინ იყო უჩას ცოლი. შესაბამისად სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც უჩასთან და არც მის მეუღლესთან, არასოდეს შეხება არ მქონია.

ასე რომ გაჯღარკავებული და გარუსებული ხელისუფლების გასაგონად ვამბობ – სიბინძურეში ჩაძირულები ხართ და მაგ სიბინძურეში ჩაიხჩობით. ვერც მე შემაშინებთ თქვენი სიბინძურეებით და ვერც საქართველოს შეაშინებთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე სამართალდამცველებმა 9 მაისს, საკუთარ სახლში დააკავეს. მოგვიანებით დააკავეს მისი მეუღლე მარიამ იაშვილიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უჩა აბაშიძე და მარიამ იაშვილი უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ სხვადასხვა პირის ინტიმური კავშირის ამსახველ ჩანაწერებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

„მხოლოდ “ჰოუმპორნოს” გამო, პოლიტიკურად აქტიური ადამიანის დაჭერა ნამეტანი იქნებოდა, ამიტომ დაამატეს იარაღი, ბევრი იარაღი!“ – იაგო ხვიჩია

ნინო ჯღარკავა ყავთ ერთი სუს-სის სიბინძურეების მედროშე და ამ მოსიარულე ნაგავს დილიდან ყიჟინა აქვს ატეხილი პირდაპირი…

Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on კვირა, 12 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g