LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ თვიდან საჯარო მოხელეები უკვე 10%-ით გაზრდილ ხელფასებს აიღებენ

357
fara-w-h

2022 წლის იანვრიდან საჯარო სექტორში ხელფასი 10%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ხელფასის ზრდა ეხება: ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა თანამშრომელს.

როგორც ცნობილია, მთავრობა გეგმავს, რომ საჯარო სექტორში ყოველწლიურად ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ფორმულა შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს. აღნიშნულ საკითხზე გასულ წელს რამდენიმე განმარტება ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გააკეთა.

„2017 წლიდან ჩვენ პრაქტიკულად გაყინული გვქონდა (ხელფასების ზრდა), თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების ხელფასი, პოლიციის ხელფასი, ასევე ჯარს გაეზარდა 2019 წელს, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2017 წლიდან პრაქტიკულად გვქონდა გაყინული“, – აცხადებდა ფინანსთა მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები