ამ წუთებში ძლიერი ხანძარია თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვიდეო: Nika Shakh-Nazarova