LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ წუთისთვის ფოცხო-ეწერში ანძა დაიწვა, ჯვარში საცხოვრებელი სახლი. კანთში და ლეხარჩილეში ხანძარია“ – თამარ ბელქანია

473
484516273_3886785198200217_1132495828407673038_n

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ამბობს, რომ კანთში და ლეხარჩილეში ხანძარია.

მისივე ცნობით, ფოცკო-ეწერში დაიწვა ანძა, ხოლო ჯვარში საცხოვრებელი სახლი.

„ნუ დაანთებთ ცეცხლს! ნუ დაანთებთ. ამ წუთისთვის ფოცხო-ეწერში ანძა დაიწვა, ჯვარში საცხოვრებელი სახლი. კანთში და ლეხარჩილეში ხანძარია. მუნიციპალიტეტს გააჩნია ორი სახანძრო მანქანა. მოქალაქეობრივი შეგნების მიღმა არის კანონი. ეს ქმედება დასჯადია. პ.ს გაითვალისწინეთ, რომ მარტვილშიც ხანძარია. წალენჯიხაში ძლიერი ქარია, რაც ხელს უწყობს ცეცხლის გავრცობას. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება“, – წერს წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g