თინეიჯერული ფილმების ვარსკვლავმა, ამანდა ბაინსმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში თამამი ვიზუალური ცვლილება წარადგინა და საზოგადოება კვლავ შოკში ჩააგდო. 39 წლის ყოფილმა მსახიობმა წარბები იასამნისფრად შეიღება.
ვიდეოში ბაინსი ავტომობილში ზის, რომელიც პარკინგზეა გაჩერებული. მან ასევე თმაც შეიღება, ამჯერად თეთრად.
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა გულშემატკივრების მხრიდან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამანდა ბაინსი კვლავ არ ერიდება საკუთარ გარეგნობაში უცნაურ ექსპერიმენტებს.
ფოტო/ვიდეო: თინეიჯერული ფილმების ვარსკვლავის რადიკალური გარდაქმნა – ამანდა ბაინსის უახლესი ფოტოები
შეგახსენებთ, ორი წლის წინ ამანდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მსახიობის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ის ლოს-ანჯელესის ქუჩებში, შიშველი შენიშნეს. მედიის ცნობით, ის ახლაც ხშირად სტუმრობს ფსიქოთერაპევტის კაბინეტს.
თინეიჯერული ფილმების ვარსკვლავი, ამანდა ბაინსი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს
