„ამ ადამიანებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე არაფერი იციან. თსუ-ში სწავლობენ და 30 წლის წინ საქართველოში რა ხდებოდა არ იციან“, – ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ, თსუ-ის „ამბოხებულ სტუდენტებთან ურთიერთობისას, კიდევ ერთხელ მიეხალა შოკისმომგვრელ უმეცრებას“.
როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, სტუდენტები ვერ ხვდებიან, რას ნიშნავდა სტუდენტობა 90-იანებში, რაც პრობლემაა, რადგან წარსულის ასეთი გაუაზრებლობა აწმყოს სიმძიმეს განაპირობებს.
„დღეს, გამოცდების გამო ამბოხებულ სტუდენტებთან, თუ მათ გულშემატკივრებთან ურთიერთობისას კიდევ ერთხელ მივეხალე შოკისმომგვრელ უმეცრებას.
ამ ადამიანებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე არაფერი იციან.
საერთოდ არაფერი იციან.
თსუში სწავლობენ და 30 წლის წინ საქართველოში რა ხდებოდა არ იციან.
ვერ ხვდებიან, რას ნიშნავდა სტუდენტობა 90-იანებში – ფიქრობენ, რომ ვინც 90-იანების სტუდენტობა გამოვიარეთ პრივილეგირებულები ვართ და გაჭირვება არ ვიცით.
ეს პრობლემაა. წარსულის ასეთი გაუაზრებლობა განაპირობებს აწმყოს სიმძიმეს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ამავე თემაზე:
თსუ-ის სტუდენტებმა მორიგი აქცია გამართეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს
4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში – თსუ განცხადებას ავრცელებს