„შეერთებული შტატები უკრაინას 15 მილიარდ დოლარს გადასცემს, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით“, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ და მსოფლიო ბანკმა.
„ეს იქნება თანხები უკრაინაში PEACE პროექტის ფარგლებში და „დიდი შვიდეულის“ ინიციატივაში აშშ-ის 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრიბუციის ნაწილი, რომელსაც სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯებისთვის გამოვიყენებთ“, – აღნიშნა შმიგალმა.
შეგახსენებთ, უკრაინამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან უკვე მიიღო 1 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით არის უზრუნველყოფილი.