LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში 11 მილიონად შეფასებული 6 სარბოლო Ford გაიყიდება

58

Sothbey’s-ის აუქციონზე პოპულარული ავტომწარმოებელი კომპანიის Ford 6 ლეგენდარული სარბოლო მოდელი გაიყიდება, რომელთა საერთო ღირებულებაც 11 მილიონ დოლარს შეადგენს.

საუბარია ჯიმ კლეიკ უმცროსის კოლექციაზე, რომელიც კალიფორნიისა და არიზონას შტატში მდებარე სადილერო ქსელის მმართველია. კოლექციის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი სპორტული კუპე Ford GT40 Mark I გახლავთ, რომელიც 1966 წელს გამოჩნდა და მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთ რბოლებში, როგორიცაა Laguna Seca, Riverside და Palm Springs. ამ მოდელის სავარაუდო ღირებულება 3,75-დან 4,25 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

ამასთანავე აქუციონზე გაიყიდება Shelby 289 Cobra, რომელიც 1964 წელს გამოჩნდა. ამ სპორტქარის ღირებულება 2,2-დან 2,6 მილიონ დოლარამდე მერყეობს, პროფესიონალების აზრით კი მისი საბოლოო ფასი 1,4 მილიონ დოლარს არ გაცდება.

აუქციონზე აგრეთვრ წარდგენილი იქნება 2 სარბოლო კუპე: Ford Mustan Boss 302Trans AM, რომლითაც ასპარეზობდნენ ცნობილი მრბოლელები პიტერ რევსონი, დენ გერნი და პიტერ გრეგი.

აუქციონი 19 და 20 აგვისტოს, კალიფორნიის შტატში, ქალაქ მონტერეიში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები