LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში ამ სახლების დაქირავებას თვეში 1000 დოლარად შეძლებთ

2116

ამერიკაში ფეშენებელური სახლების დაქირავება 1000 დოლარად შეგიძლიათ – ამის შესახებ Business Insider წერს.

გამოცემის ცნობით, ამ ფასის ფარგლებში ამერიკის ათ უდიდეს ქალაქში მდიდრულ სახლში ცხოვრებას შეძლებთ, რომელსაც შესაძლოა აუზიც ჰქონდეს და შესანიშნავი ეზოც.

„პრემიუმ ქალაქებში“ ბინებს მაღალი ფასები აქვთ, თუმცა, ნაკლებად ცნობილ ადგილებში, ბევრად უფრო ფეშენებელურ სახლს, ნაკლებ ფასად დაიქირავებთ.

აუზები, საოცარი დიზაინი, უზარმაზარი სივრცე და კომფროტი – აი რას გთავაზობენ ამერიკაში 1000 დოლარად, ეს ყველაფერი კი ადგილმდებარეობის ხარჯზე.

 

1,035 დოლარი თვეში – სამოთხის პალმები ფოენიქსში

ეს ადგილი ჩრდილოეთ კაროლინაში კერძო დასახლება და ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული „სამეზობლოა“.

ეს ადგილი ახლოსაა ღირსშესანიშნაობებთან, როგორიცაა ბილტმორის მოდის ცენტრი, არიზონა ბილტმორის გოლდის კლუბი და ა.შ.

თეში 1035 დოლარად თქვენ 92 კვადრატულ მეტრს ქირაობთ, რომლის გარდა იღებთ ღია ბასეინს, სამზარეულოს, ენერგოეფექტურ ტექნიკას, დიდ სასეირნო ადგილს, კერძო ეზოს ან აივანს.

 

975 დოლარი თვეში – საელჩო აპარტამენტი ფილადელფიაში

 

ამ დასახლებაში სტუდიოს ტიპის ბინის ქირაობა 1000 დოლარზე ნაკლებადაა შესაძლებელი. ეს ბინები შესანიშნავია მათთვის, ვისაც ფიტლერ სკვერის სამეზობლოში ცხოვრება სურს. როგორც სტატიაშია ნათქვამი აქ დაგხვდებათ მშვიდი გარემო და საოცარად დახვეწილი სახლები.

აქვე ახლოსაა საპიკნიკე ადგილი და გასართობი პარკი. დასახლების მახლობლად ასევე არის უამრავი რესტორანი, ყავის მაღაზიები, კულტურული დაწესებულებები და ბუტიკები.

 

991 დოლარი თვეში – კარლაილი, ბარტრემის პარკში, ჯექსონვილში

ღია აუზი, ულამაზესი შადრევნები და ძვირადღირებული შეზლონგები, თუ სხვა აუზისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ამ ადგილს ძვირადღირებული კურორტის მომხიბვლელობას ანიჭებს.

მთელი ტერიტორია პალმის ხეებითა და დეკორატიული ყვავილებითაა მოწყობილი. 991 დოლარად თქვენ ამ გარემოში მდებარე შენობაში 1 ოთახის დაქირავებას შეძლებთ.

 

1,035 დოლარი თვეში – საზერლენდი, ჩიკაგოში

ჩიკაგოს სამხრეთით მდებარე ეს ადგილი, გასხვავებულია თავისი ვიქტორიანული ტიპის არქიტექტურით.

 

1, 044 დოლარი თვეში – რაისი ჰიუსტონში.

1913 წელს დაარსებული რაის ჰოტელი ჰიუსტონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ადგილია. მაღალი სტილის აპარტამენტი, თანამედროვე დიზაინით აქ ერთი თვით, 1,044 დოლარი ღირს.

 

1,025 დოლარი თვეში – Crosswinds at Rolling Road აპარტამენტი მერილენდში

1 025 დოლარად თვეში, აქ შეგიძლიათ ორ საწოლიანი ოთახის აღება, ორი აბაზანით და აგარაკის ტიპის დიზაინით. ნომერს ყველაფერთან ერთად სამზარეულოც აქვს.

შენობაში კი ფუნქციონირებს რესტორანი, გოლფის კლუბი, ფიტნეს ცენტრი და ა.შ.

970 დოლარი თვეში – Arbors of Brentwood

აქ 970 დოლარად ერთსაწოლიან საკმაოდ დიდ აპარტამენტს დაიქირავებთ. ნათელ და მშვიდ ფერებში გაწყობილი ოთახის გარდა, ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი ღია აუზი, პარკი, სავარჯიშო დარბაზი, ტენისის კორტები და სხვა.

 

1080 დოლარი თვეში – კლერმონტი პორტლენდში

რამდენიმე შენობიანი საცხოვრებელი კომპლექტი, დიდი მწავნე სივრცით, პორტლენდიდან 7 მილში მდებარეობს. ყველა საცხოვრებელს აქვს თავისი ბალკონი ან შიგნითა პატარა ეზო.

საკმაოდ დიდ, ერთსაძინებლიან ბინებში აქ არის როგორც სამზარეულო, ასევე ყველა საჭირო ინვენტარი.

 

984 დოლარი თვეში – ნიუ – იორკი 516 W. 136th St. 

ამ ფასის ფარგლებში თქვენ არა მხოლოდ ამერიკის სხვა ქალაქებში, არამედ ნიუ–იორკშიც შეძლებთ ბინის დაქირავებას. ნათელი და დიდი სახლი, სამზარეულოთი, დიდი ფანჯრებით და ბუნებრივი მასალებით მოპირკეთებული – ეს ის არის რის დაქირავებასაც ნიუ –იორკში მანჰეტენიდან 20 წუთის სავალზე მოახერხებთ.

 

695 დოლარი თვეში – The Conrad ომაბაში

ნებრასკას ყველაზე დიდ ქალაქ ომაჰაში თქვენ საკმაოდ კომფორტული ბინის დაქირავებას შეძლებთ. ეს ადგილი იდეალურია სტუდენტებისთვის, რადგან აქვე ახლოსაა ნებრასკას სამედიცინო უნივერსიტეტი.

გარდა ამისა, ეს ბინა საკმაოდ კარგ ადგილას მდებარეობს. მასთან ახლოსაა შოპინგ ცენტრები, ხელოვნების მუზეუმები და ა.შ.

 

აქვე, გაეცანით ჩვენს სტატიას: რა ღირს სახლები ერთი თვით, თბილისთან ახლოს (თბილის შემოერთებულ სოფლებში)

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g