LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში ძალიან სერიოზულად ფიქრობენ, რომ tiktok-ის მოხმარება აკრძალონ

123
6876878678

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა პოპულარულ აპლიკაციას, tiktok-ს უპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ აპლიკაცია ტრამპმა აითვალწუნა და როგორც ჩანს, მის პოზიციას უკვე ბაიდენიც იზიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ამერიკის მოთხოვნაა, რომ tiktok კერძო მფლობელზე გასხვისდეს, რამეთუ მისი დახმარებით ჩინეთის მთავრობას მილიონობით ამერიკელის პირად მონაცემზე აქვს წვდომა. ბუნებრივია, ეს ფაქტი ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს.

ამ ბრალდების პასუხად, tiktok-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მფლობელის შეცვლით მონაცემებზე წვდომის პოლიტიკა არანაირად არ შეიცვლება და ჩინეთის ხელისუფლება მომხმარებელთა მონაცემებით ნამდვილად არ დაინტერესებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები