„ამერიკასთან ურთიერთობები გადასახედია და ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ეს ურთიერთობები, გაუმჯობესების კუთხით, ნამდვილად გადასახედია“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას.
მათიკაშვილის თქმით, „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის მცდელობები და პარტნიორების მხრიდან დაფინანსებული ისეთი ექსტრემისტული პროცესები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ პროცესებს ან სათავეში ედგნენ, ან მათი განხორციელების წყარო უნდა გამხდარიყვნენ“:
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის მცდელობები და ჩვენი პარტნიორების მხრიდან დაფინანსებული ისეთი ექსტრემისტული პროცესები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ პროცესებს ან სათავეში ედგნენ, ან მათი განხორციელების წყარო უნდა გამხდარიყვნენ. ეს მოცემულობა იძლევა საფუძველს, რომ როგორც ჭეშმარიტად პარტნიორებს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ურთიერთობები ვიზალიბერალიზაციით, პირდაპირი ფრენებით, ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით და არა გამუდმებული მცდელობა, ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება შეიცვალოს რაღაც არადემოკრატიული გზით“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.