LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა გაზიანი სასმელები არაო

62
sladkie_gazirovannye_napitki_pit_ili_ne_pit (1)

ამერიკელი დიეტოლოგები გაზიან სასმელს უპირისპირდებიან. გამოცემა Eat this, not that!–ის ინფორმაციით, ე.წ. ტკბილი სასმელები დამოკიდებულებას იწვევს. გაზიან წყალში დიდი რაოდენობითაა კოფეინი, რომელიც ტვინში მთელ რიგ ქიმიურ პროცესებზეა პასუხისმგებელი. ამ ცვლილებების გამო ადამიანს სასმელის მირთმევა ძალიან ხშირად უნდება.

ბრიტანელი ექიმის კრის ეირის განცხადებით, კოფეინის შემცველი გაზიანი სასმელი ცუდად აისახება ძილზეც. ამას ადასტურებს ადრე ჩატარებული კვლევაც, როცა უძილობასა და დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით მავნე პროდუქტის მირთმევას შორის პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს.

არასასურველია ასევე უკოფეინო გაზიანი სასმელიც. როგორც ექსპერტთა ნაწილი ამტკიცებს ბავშვებს, რომლებსაც მსგავსი სასმელი ძალიან უყვართ, უფროს ასაკში მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები