LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი მამაკაცი თავისი ხელით აწყობილი რაკეტით გაფრენას გეგმავდა

13

ამერიკელი მამაკაცი თავისი ხელით აწყობილი რაკეტით გაფრენას გეგმავდა, თუმცა მიზნის მიღწევა არ დასცალდა. “Washington Post”-ის ინფორმაციით, კალიფორნიელ მაიკლ ჰიუზს ხელნაკეთი რაკეტით აფრენა პოლიციამ აუკრძალა. 61 წლის მამაკაცი დარწმუნებულია, რომ დედამიწა ბრტყელია და კოსმოსის მონახულებაც სწორედ თავისი თეორიის დასამტკიცებლად გადაწყვიტა. მაიკლმა ექსპერიმენტისთვის მზადება წლების წინ დაიწყო და მასზე უარის თქმას ასე მარტივად ნამდვილად არ აპირებს, ამიტომ როგორც თავად აცხადებს, ფრენა უბრალოდ გარკვეული დროით გადადო.

აღსანიშნავია, რომ რაკეტის ასაწყობად მოყვარულმა ინჟინერმა 20 ათასი დოლარი დახარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები