LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი მძღოლი პოლიციამ კოფეინის გამო დააჯარიმა

43

ამერიკელი მძღოლი პოლიციამ კოფეინის გამო დააჯარიმა. კალიფორნიელი ჯოზეფ შვაბა საჭის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს, თუმცა როგორც ანალიზმა აჩვენა მას არც ალკოჰოლი და არც რაიმე ნარკოტიკული საშუალება მიღებული არ ქონდა.

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ჯოზეფის სისხლში ერთადერთი რამ – კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა სამართალდამცავებმა მას ჯარიმა მაინც გამოუწერეს. შვაბას ადვოკატმა სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, თუმცა შედეგი არც ამას მოყოლია. როგორც მოსამართლემ მათ განუმარტა, ჯოზეფს ბრალი ნარკოტიკული საშუალების მიღებაში ედება. ნარკოტიკული კი შეიძლება იყოს ყველაფერი, რასაც ავტომობილის მართვაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. ამ შემთხვევაში კი ასეთი ნივთიერება ყავის შემცველობაში არსებული კოფეინია. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული მძღოლი დანებებას არ აპირებს და განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები