ამერიკელმა მამაკაცმა მოტოციკლეტი ბორბლებიან სახლად გადააქცია. კალიფორნიელმა სტუდენტმა შექმნა Motohome, რომელიც მოტოციკლეტის უკანა ნაწილზე მონტაჟდება და მას სრულიად ცვლის.
საინტერესო პროექტი დამწყები არქიტექტორის სადიპლომო ნამუშევარია და ის იმდენად კარგი გამოვიდა, რომ იდეით უკვე რამდენიმე კომპანია დაინტერესდა. პროტოტიპის შესაქმნელად სტუდენტმა საგზაო მოტოციკლეტი Honda CB შეარჩია და ის ჰონდას კროსოვერ CR500-ით გაამაგრა. ჯერემი ამჟამად დასამაგრებელი სახლის სრულყოფილი მოდელის შესაქმნელად ფულს აგროვებს და საჭირო 5 ათასი დოლარიდან მხოლოდ 2666 დოლარი აქვს. საცდელი მოდელი კი მან თავისი სახსრებით ააწყო და ის მხოლოდ 16 კგ-ს იწონის. მოძრავ სახლში ყველა საჭირო ატრიბუტი, მათ შორის საწოლიც კია განთავსებული. როგორც სტუდენტი გეგმავს, ბორბლებიანი მოტო-სახლის აწყობის შემდეგ მან სამხრეთ ამერიკა უნდა მოიაროს და თავისი იდეა უკვე პრაქტიკაში გამოსცადოს.