LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა პოლიციელმა უსახლკარო ქალი პიცაზე დაპატიჟა

103
200312123919-officer-lunch-homeless-trnd-exlarge-169

ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ გოლდსბოროს პოლიციის დეპარტამენტში 9 წლიანი მუშაობის შემდეგ ოფიცერი მაიკლ რივერსი კარგად იცნობს ადგილობრივი საზოგადოების უსახლკარო წევრებს. თუმცა რამოდენიმჯე დღის წინ, რივერსს შეხვდა უსახლკარო ქალი, რომელიც იქამდე არასდროს ენახა.

ქალს ეცვა მაისური წარწერით: „უსახლკარო. უსწრაფესი გზა, გახდეთ არავინ“.

29 წლის ოფიცერი გამოელაპარაკა ქალს, რომელმაც უთხრა, რომ მიშელი ჰქვია. რივერსმა კი მისი პიცაზე დაპატიჟება გადაწყვიტა. „პეპერონი და ყველის პიცა ავირჩიე“ – განაცხადა მან.

ისინი პირდაპირ ბალახზე ისხდნენ, საუბრობდნენ და პიცას მიირთმევდნენ. მიშელმა ოფიცერს თავისი ცხოვრების შესახებ უამბო. უთხრა, რომ ისიც და მისი ქმარიც უსახლკაროები არიან. ჰყავთ 23 წლის ვაჟი და 12 წლის ქალიშვილი, რომელლსაც ღვიძლის დაავადება აქვს და ვინაიდან მშობლებს მასზე ზრუნვის საშუალება არა აქვთ, დროებით სხვა ოჯახის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

ამ ისტორიას ვერავინ გაიგებდა, რომ არა გამვლელი ქალი, რომელმაც პოლიციელს და უსახლკარო ქალს ფოტო გადაუღო, მისმა ქმარმა კი ფოტო „ფეისბუიქზე“ ატვირთა.

ფოტომ 1000-ზე მეტი მოწონება და 3000-ზე მეტი ლაიქი დაიმსახურა.

„ვფიქრობ, გარკვეულწილად ერთმანეთს ვგავართ. ჩვენი საზოგადოება ძალიან ხშირად კიცხავს უსახლკაროებს და მათ აბრალებს იმას, რომ გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. არადა მათ ცხოვრების რაღაც ეტაპზე უბრალოდ არ გაუმართლათ. ეს ყველას შეიძლება დაემართოს.

პოლიციელებსაც ძალიან ხშირად, მხოლოდ ნეგატიური კუთხით ხედავენ. სინამდვილეში მე პოლიციელი იმიტომ არ გავმხდარვარ, რომ მინდოდა ადამიანები დამეჭირა და ციხეში ჩამესვა, მე უბრალოდ ადამიანების დახმარება მსურდა“ – ამბობს მაიკლ რივერსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები