LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა ქალბატონმა Toyota-ს „გემრიელი“ სასამართლოში უჩივლა

34

ამერიკელმა ქალბატონმა Toyota-ს „გემრიელი“ სადენების შექმნისთვის სასამართლოში უჩივლა. ფლორიდელმა ჯენის ტოლერმა იაპონური მარკის ავტომობილი ცოტა ხნის წინ შეიძინა და მისი სადენები სულ მალე მღრღნელებმა დაუზიანეს. ამ ფაქტმა ქალბატონი ძალიან გააბრაზა, მისი აზრით კომპანიამ ელექტროსადენების იზოლაციის დამზადების დროს სოიო გამოიყენა, რის გამოც სადენები ვირთხებისთვის გემრიელ დელიკატესად იქცა. ამიტომ,  2015 წლის კროსოვერის RAV4 -ის ძრავა სერიოზულად დაზიანდა.

დაზარალებულის განცხადებით, Toyota-ში ავტომობილის დაზიანება 5,5 ათას დოლარად შეაფასეს და მის უფასოდ შეკეთებაზე უარი განუცხადეს. ჯენის ტოლერის საჩივარში ასევე ნახსენებია, რომ ამერიკის საგზაო უსაფრთხოების სამსახურს იგივე პრობლემით სხვა მოქალაქეებმაც მიმართეს.

https://www.youtube.com/watch?v=zIL2GuG6Hok

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები