აშშ-ის სპეცსამსახურებმა 2016 წლის არჩევნებამდე რუსი ჰაკერების მიერ სახელმწიფო ინტერნეტპორტალების გატეხვის მტკიცებულებები მოიპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰაკერული თავდასხმის სამიზნე შვიდი შტატის, ხმის მიცემის სარეგისტრაციო სისტემები გახდა. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ვებგვერდების გატეხვას საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია.
