LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა წყვილმა რეკლამაში გაპარული შეცდომის გამო Infiniti ორჯერ უფრო იაფად იყიდა

46

ამერიკელმა წყვილმა კომპაქტური ქროსოვერი Infiniti QX30 17 790 დოლარად იყიდა, თუმცა ავტომობილის  ფასი 35 000 დოლარია. ასე იაფად სულ ახალი ავტომობილის შეძენა Facebook-ზე გაპარული შეცდომის გამო შეძლეს, რომელიც ღირებულებას არასწორად აჩვენებდა.

მხოლოდ კუპერების ოჯახმა დაინახა ის რეკლამა, სადაც Infiniti QX30 17 790 დოლარად იყიდებოდა. წყვილმა მაშინვე დილერთან დარეკა. მენეჯერმა კი განუცხადა, რომ ავტომობილის ასეთ ფასად შეძენა შეუძლებელი იყო.

ამის შემდეგ, წყვილი იაპონური ავტომწარმოებლის წარმომადგენელს დაუკავშირდა და სიტუაცია აუხსნა. კომპანიაში განაცხადეს, რომ თუკი კუპერებმა ასეთი რეკლამა დაინახეს, ეს ნიშნავს რომ ავტომობილის შეძენა ამ თანხად შეეძლოთ. ამის შემდეგ, გვერდი, სადაც ფასი შეცდომით იყო მითითებული, რედაქტირებისთვის დაიხურა.

აშშ-ში Infiniti QX30-ის ფასი 29 950 -დან იწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები