LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემია ,,გრემის დაჯილდოების” მთავარ სცენას დებიუტანტებს უთმობს – დაანონსდნენ არტისტები, რომლებიც ცერემონიაზე იმღერებენ

170
download

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ ,,გრემის 68-ე დაჯილდოების” ლაინაფი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ დაანონსებული პერფორმერები ცერემონიის მთავარ სცენაზე პირველად იმღერებენ.

დებიუტანტთა შორის არიან: ედისონ რეი, ალექს უორენი, Katseye, ლიონ თომასი, ლოლა იანგი, ოლივია დინი, Sombr და The Marías.

საინტერესოა ისიც, რომ ზემოხსენებული შემსრულებლები და ბენდები წლევანდელ დაჯილდოებაზე ასევე პირველად არიან ნომინირებული და ერთმანეთის კონკურენტები არიან კატეგორიაში – ,,საუკეთესო ახალი არტისტი”.

ამასთან, ლიონ თომასი დაჯილდოების ტოპ ნომინანტთა შორისაა, ვინაიდან საერთო ჯამში 6 ნომინაცია მიენიჭა.

დამატებით ერთი ნომინაცია Katseye-ისაც აქვს.

შეგახსენებთ, რომ 68-ე ,,გრემი” 1-ელ თებერვალს, ლოს-ანჯელეში გაიმართება. ცერემონიაზე შარშანდელი დებიუტანტი, საბრინა კარპენტერიც იმღერებს.

საბრინა კარპენტერი ,,გრემიზე” იმღერებს