LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის კინოაკადემია ,,ოსკარის” 2021 წლის დაჯილდოვებაზე იმ ფილმებსაც დაუშვებს, რომლებიც კინოთეატრებში არ გასულა

132
27772650-0-image-a-16-1588114917605

არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ამერიკის კინოაკადემია ,,ოსკარებზე” დაუშვებს იმ ფილმებსაც, რომლებიც პანდემიის გამო კინოთეატრებში არ გასულა და მაყურებელმა ტელევიზიის ან ინტერნეტის საშუალებით იხილა.

კინოაკადემიამ დროებით მოხსნა დიდი ხნის წინ დაწესებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც იმისათვის, რათა ფილმი წლის ცერემონიაზე მოხვედრილიყო, იგი მინიმუმ ზედიზედ 7 დღე უნდა ყოფილიყო ნაჩვენები ლოს-ანჯელესის ერთ კინოთეატრში მაინც.

მიუხედავად ამისა, სიახლე ყველა ფილმს არ შეეხება. საუბარია მხოლოდ იმ ფილმებზე, რომლებიც კინოთეატრებში უნდა გასულიყო და რომელთა პრემიერების თარიღებიც ცნობილი იყო, თუმცა შეიცვალა ან გაუქმდა პანდემიის გამო. ისეთი ფილმები კი, რომლებიც თავიდანვე მხოლოდ ონლაინ-სთრიმინგისათვის იყო განკუთვნილი და უნდა გასულიყო მხოლოდ Netflix-ზე, ან სხვა რომელიმე VOD ფორმატში, კინოთეატრებში გაშვების გარეშე, დაჯილდოვებაზე არ დაიშვება.

გარდა ამისა, აკადემიას აქვს ახალი მოთხოვნაც: ყველა ფილმი, რომლის შემოქმედებით ჯგუფსაც მისი ,,ოსკარზე” წარდგენა სურს, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს აკადემიის სპეციალურ Screening Room ვებ-საიტზე, რომელიც მხოლოდ აკადემიის წევრებისთვისაა ხელმისაწვდომი.

,,აკადემია მიიჩნევს, რომ იმისათვის, რათა სრულყოფილად შეიგრძნო ფილმის მაგია, მისი კინოთეატრში ნახვაა საჭირო. მიუხედავად ამისა, არსებული ვითარების ფონზე გვინდა მხარი დავუჭიროთ ჩვენს კოლეგებს და კინო-ინდუსტრიას, ამიტომ მივიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება“,- ამბობენ აკადემიის პრეზიდენტი დევიდ რუბინი და აღმასრულებელი დირექტორი დონ ჰადსონი სპეციალურ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g