LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის მსახიობთა გილდიის დაჯილდოებას მამაკაცები ვერ დაესწრებიან

66

ბოლო პერიოდში სექსუალური შევიწროების შესახებ სკანდალს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მან მთელი რიგი ღონისძიებების წესები შეცვალა. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ „ოქროს გლობუსის“ გალა ვახშამი აღარ გაიმართებოდა. შემდეგ გადაწყდა, რომ ცერემონიაზე ქალები პროტესტის ნიშნად შავებში ჩაცმულები მივლენ, ხოლო ამჯერად შემდეგი სახის ინფორმაცია გაჟღერდა: ამერიკის მსახიობთა გილდიის დაჯილდოებას მამაკაცები საერთოდ არ დაესწრებიან.

ცერემონიის წამყვანი კრისტენ ბელი იქნება, ხოლო 13 ნომინაციაში ჯილდეობს ქალები გადასცემენ. მთლიანად მამაკაცების გარეშე საღამო ვერ ჩაივლის, რადგან რამდენიმე მათგანი ამა თუ იმ ნომინაციაზეა წარდგენილი, მაგალითად მორგან ფრიმენი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება.

დაჯილდოება 21 იანვარს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები