LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული ჰოსპიტალი – სტამბოლი – საუკუნოვანი მემკვიდრეობა, რომელიც მომავლის მედიცინას ქმნის

581
ამერიკული ჰოსპიტალი

სტამბოლის გულში, ნიშანთაშის ისტორიულ უბანში მდებარე ამერიკული ჰოსპიტალი (Amerikan Hastanesi) უკვე საუკუნეზე მეტია სამედიცინო სრულყოფილების, ინოვაციისა და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვის ეტალონს წარმოადგენს. 1920 წელს კლინიკა ადმირალ მარკ ლამბერტ ბრისტოლმა დააარსა და მისი მთავარი მისია უნივერსალური სამედიცინო სტანდარტების ლოკალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო.

ჰოსპიტლის განვითარებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა 1995 წელს, როდესაც ის ვეჰბი ქოჩის ფონდის (Vehbi Koç Vakfı) შემადგენლობაში შევიდა. სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო მასშტაბური მოდერნიზაცია – როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე ტექნოლოგიურ და აკადემიურ დონეზე. არაკომერციული მოდელი დღემდე რჩება ამერიკული ჰოსპიტლის ერთ-ერთ მთავარ განმასხვავებელ ნიშნად: მიღებული შემოსავლები სრულად რეინვესტირდება სამედიცინო ტექნოლოგიებში, კვლევებში და პაციენტის მოვლის ხარისხის გაუმჯობესებაში.

კლინიკაში პირველივე შესვლისთანავე იგრძნობა, რომ განსაკუთრებულ, მზრუნველ და პროფესიონალურ გარემოში მოხვდი. ხუთ სართულზე სხვადასხვა სამედიცინო პროფილის სივრცეებია განთავსებული და თითოეულ პაციენტს აქვს შესაძლებლობა, უმაღლესი დონის მომსახურება მიიღოს.

ქსელური ჰოსპიტლებისგან განსხვავებით, ამერიკული ჰოსპიტალი კონცენტრირებულია ერთ მთავარ კამპუსში და პაციენტებს ბუტიკურ, ლუქს მომსახურებას სთავაზობს. ჰოსპიტალი აერთიანებს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს კომფორტსა და სამედიცინო დისციპლინას. სამხატვრო გალერეით, სპეციალური დიზაინის პალატებითა და გურმანული სამზარეულოთი ის პაციენტის გამოცდილებას პრიორიტეტად აქცევს.

მთავარი კი ის გუნდია, ვინც პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. სტამბოლში იციან და ამბობენ, რომ ქვეყანაში, რომელმაც მედიცინა ახალ საფეხურზე აიყვანა, ყველაზე გამორჩეული სამედიცინო პერსონალი სწორედ ამერიკულ ჰოსპიტალში ჰყავთ. ამას იმ გამორჩეული სტამბოლელების ნახვაც ადასტურებს, რომლებიც კლინიკის ფოიესა თუ მოსაცდელებში ირევიან.

ამერიკული ჰოსპიტალი არ არის მხოლოდ კლინიკა, სადაც გიმკურნალებენ 100%-იანი სიზუსტით, არამედ ეს არის ადგილი, სადაც მკურნალობასთან ერთად, აუცილებლად ჩაგისახავენ იმედს, გაამართლებენ ამ იმედს და უკიდურესად მძიმე დაავადებით მისულსაც კი გეტყვიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ პირობას შეასრულებენ.

პაციენტები ამ ზრუნვას გრძნობენ ყველა ნაბიჯზე: პროფესიონალიზმი, ღიმილი, პაციენტთან საუბრის სრულიად ახალი მიდგომები და თანამედროვე მედიცინის საუკეთესო ტექნოლოგიები – ჯამურად ეს ყველაფერი ქმნის გარემოს, სადაც მცირე, საშუალო თუ რთული ჩარევების წარმატების პროცენტი, თურქეთის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. 

სამედიცინო ექსპერტიზა და წამყვანი სპეციალიზაციები

დღეს ამერიკული ჰოსპიტალი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თითქმის ყველა მიმართულებით სთავაზობს პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას, თუმცა რამდენიმე სფეროში ის აღიარებულია როგორც რეგიონული და საერთაშორისო სარეფერენსო ცენტრი.

Centers of Excellence – კლინიკის საკვანძო მიმართულებები:

·   ონკოლოგია, სადაც მკურნალობის პროტოკოლები სრულად შეესაბამება აშშ-ის წამყვანი ცენტრების სტანდარტებს და თითოეული შემთხვევა განიხილება მულტიდისციპლინური Tumor Board-ის ფარგლებში;

·   გულ-სისხლძარღვთა ქირურგია და კარდიოლოგია, ინოვაციური მინიმალურ ინვაზიური და რობოტული მეთოდებით, მათ შორის TAVI პროცედურებით. მიმართულება თურქეთში ერთ-ერთი პიონერია რობოტულ და ოპერაციის გარეშე ჩატარებულ გულის სარქვლის შეცვლის პროცედურებში;

·   ქალთა ჯანმრთელობა და ინვიტრო განაყოფიერება (IVF) – თურქეთის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე წარმატებული IVF ცენტრი, სადაც ხელოვნური ინტელექტი და გენეტიკური სკრინინგი უზრუნველყოფს წარმატების მაღალ მაჩვენებლებს;

·   ნევროლოგია და ნეიროქირურგია, Gamma Knife-ის, Deep Brain Stimulation-ისა და 3 Tesla MRI-ის გამოყენებით;

·   ორთოპედია და ტრავმატოლოგია, განსაკუთრებით სპორტული მედიცინისა და სახსრების პროთეზირების მიმართულებით;

·   სიმსუქნისა და მეტაბოლური ქირურგიის ცენტრი, რომელსაც მინიჭებული აქვს საერთაშორისო Center of Excellence სტატუსი;

·   Code Lotus Mindfulness Center – უნიკალური ჰოლისტიკური ჯანმრთელობის პლატფორმა – გონებისა და სხეულის ბალანსი: კიბოს ან ქრონიკული დაავადებების დროს ჰოსპიტალი ფოკუსირებულია არა მხოლოდ ბიოლოგიურ მკურნალობაზე, არამედ პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზეც.

საერთაშორისო პაციენტები და ულტრათანამედროვე მიდგომები სამედიცინო სფეროში 

ამერიკული ჰოსპიტალი უკვე ათწლეულებზე მეტია მთელი მსოფლიოდან იღებს პაციენტებს. საგანგებოდ შექმნილი „საერთაშორისო პაციენტების მხარდაჭერის გუნდი“ უზრუნველყოფს სრულ პროცესს – მკურნალობის წინასწარი დაგეგმვიდან, ვიზისა და ლოგისტიკის ორგანიზებით დაწყებული, მკურნალობის შემდგომი ტელემედიცინური მეთვალყურეობით დასრულებული. მულტიენოვანი გუნდი, კულტურული სენსიტიურობა და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებთან პირდაპირი ხელშეკრულებები პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და გამჭვირვალე გამოცდილებას ქმნის.

ხარისხი, უსაფრთხოება და საერთაშორისო აკრედიტაციები

პაციენტის უსაფრთხოება ამერიკული ჰოსპიტლის საქმიანობის საფუძველია. ჰოსპიტალი ფლობს Joint Commission International (JCI) აკრედიტაციას და „Pathway to Excellence“ სტატუსს საექთნო მომსახურებაში. ციფრული ინფრასტრუქტურა (HIMSS O-EMRAM), მედიკამენტების ბარკოდული კონტროლი და უწყვეტი ტრენინგები მინიმუმამდე ამცირებს ადამიანური შეცდომის რისკს და უზრუნველყოფს მსოფლიო დონის ხარისხს.

მომავლის ხედვა

ამერიკული ჰოსპიტლის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება ისტორიისა და ინოვაციის შერწყმას. Mayo Clinic Care Network-ის წევრობა, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, მონაცემებზე დაფუძნებული მედიცინა, განათლებისა და კვლევის გაძლიერება ქოჩის უნივერსიტეტთან პარტნიორობით – ეს ის მიმართულებებია, რომლითაც ჰოსპიტალი მიზნად ისახავს რეგიონში ჯანდაცვის სტანდარტების კიდევ უფრო მაღლა აწევას.

ამ ყველაფრის ცენტრში კი რჩება მთავარი ღირებულება – ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა, სადაც პაციენტი აღიქმება არა როგორც კლინიკური შემთხვევა, არამედ როგორც ინდივიდი თავისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური საჭიროებებით.

ქართველ პაციენტებს სტამბოლის ამერიკული ჰოსპიტალი ქართულ ენაზე მოსაუბრე მხარდაჭერის გუნდი მოემსახურება. ისინი დაეხმარებიან პაციენტებს როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე კონსულტაციის დაგეგმვაში, აეროპორტიდან ტრანსფერისა თუ ქალაქში დარჩენის ლოგისტიკურ საკითხებში, ნებისმიერ ექიმთან კომუნიკაციაში. მათთან დაკავშირება შესაძლებელია ვოთსაფისა და მეილის გამოყენებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

📞 GSM: +90 549 833 69 08

📧 Email: [email protected] 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g