LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკულმა ავიაკომპანიამ მგზავრებს მოკრძალებული დრეს-კოდი დაუწესა

116
Screenshot 2024-10-11 123946

დიდმა ამერიკულმა ავიაკომპანია Spirit Airlines-მა ყველა მგზავრისთვის სავალდებულო მოკრძალებული დრეს-კოდი შემოიღო. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ტაბლოიდის ინფორმაციით, გადამზიდის წარმომადგენლებმა ვიზუალის შესახებ თავისი მოსაზრება მოკლე ტოპებში გამოწყობილი მგზავრების სკანდალის შემდეგ დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ მაშინ ამ მგზავრებს თვითმფრინავის დატოვება მოუხდათ. რაც შეეხება 60 გვერდიან „გადაყვანის ხელშეკრულებას“ გარკვევით წერია, რომ თვითმფრინავში ჩაჯდომის დროს მგზავრებს შესაფერისად უნდა ეცვათ.

მითითებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეკიპაჟის წევრებს შეუძლიათ რეისიდან მოხსნან ისინი – „ვისი ტანსაცმელიც ზედმეტად ღიაა და სხვებისთვის შეურაცხმყოფელია.“ უფრო მეტიც, მოგზაურებს, რომლებსაც ჩაცმულობის გამო თვითმფრინავს დაატოვებინებენ, თანხის დაბრუნების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები