LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამიერიდან ყველა Hyundai ასეთი იქნება: ახალი სტილის პირველი მოდელი გამოჩნდა

79

კომპანია Hyundai-მ პეკინის ავტოსალონზე საშუალო ზომის სედანი Lafesta წარმოადგინა. ავტომობილი მარკის ახალ საფირმო სტილშია გადაწყვეტილი, რომელსაც Sensuous Sportiness ქვია.

ახალი დიზაინის მქონე პირველი მოდელი კონცეპტი Le Fil Rouge-ია, რომელიც ჟენევის ავტოსალონზე ერთი თვის წინ გამოჩნდა, Lafesta კი პირველი სერიული მოდელია, რომელიც ამავე სტილშია შესრულებული. მისი განსაკუთრებულობა სხვა დეტალებთან ერთად ახალი ოპტიკაა, რომელიც ვიზუალურად რადიატორის ჩარჩოსთან არის გაერთიანებული.

ზომის მიხედვით, ჩანს რომ ავტომობილი სედან Hyundai Elantra-ს ბაზაზეა აწყობილი.

კაპოტ ქვეშ 1,6 ლიტრის მოცულობის ბენზინის ტურბოძრავით არის აღჭურვილი. ზუსტი მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები