LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამიტომ არ მოუთხოვია არასოდეს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა … მონის ფსიქიკა გამორიცხავს თავისუფლებას – ნათელაშვილი

598
Untitled design (5)

„ლეიბორისტური“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას ამბობს, რომ ხალხი, რომელიც სწორ არჩევანს ვერ აკეთებს, ღირსია, არ არის ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა.

„ამიტომ არ მოუთხოვია არასოდეს ილია ჭავჭავაძეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. დაგვიწერა კი „ბედნიერი ერი“ და „კაცია ადამიანი“.

ერი, რომელიც ვერ აკეთებს ელემენტარულ სწორ არჩევანს, არაა ღირსი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა.

ბოდიში მხოლოდ ხალხის ოც პროცენტთან, მაგრამ როგორც ვხედავთ, სარეველა უფრო ძლიერი და მრავალრიცხოვანია. მონის ფსიქიკა გამორიცხავს თავისუფლებასა და არჩევანის ჭეშმარიტებას“. – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები