ლონდონის ”ტოტენჰემის” ფეხბურთელი ჟორჟ-კევინ ნკუდუ გუნდის ფანს მაისურით დააჯილდოვებს.
”ბარნლისთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ”მამლებმა” საშობაო წვეულება გამართეს, სადაც ყველა მოთამაშე სხვადასხვა კომიქსის, ფილმის ან მულტფილმის პერსონაჟის ფორმაში იყო გამოწყობილი. ნკუდუმ კი საერთო ფოტოსურათი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს, რომლებიც ფოტოზე ”ტოტენჰემის” 10 ფეხბურთელს ამოიცნობდნენ, საჩუქრად ავტოგრაფებიან მაისურს დაპირდა.
ჟორჟ-კევინ ნკუდუს ”ტოტენჰემის” რიგებში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული.