LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამში დააყენეს ველოსიპედისტთა შუქნიშანი, რომელიც ბრბოს ფსიქოლოგიაზე დაყრდნობითაა შექმნილი

134
cyclist-specific-traffic-light-copyright-simon-macmichael

ამსტერდამის საგზაო სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივ შუქნიშანზე დამატებითი მოწყობილობა დაამონტაჟეს, რათა ველოსიპედისტებს წითელ შუქზე გაჩერება აიძულონ. ინფორმაციას ამის შესახებ road.cc ავრცელებს.

მოწყობილობა ითვლის, თუ რამდენი ველოსიპედისტი გაჩერდა მანამდე შუქნიშანთან. იქვეა განთავსებული დიდი ღილაკი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს კანონმორჩილ მოქალაქეთა შორის თავისი თავიც აღნიშნონ. ფსიქოლოგთა აზრით, ხალხს მოსწონს როცა „კარგების ჯგუფში“ არიან გაერთიანებული და თავს გარიყულად არ გრძნობენ.

ამსტერდამი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თავისი გზები მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს. მაგალითად, ქალაქში ტრანსპორტისთვის სიჩქარის ახალი რეჟიმი შემოიღეს: ქუჩების დიდ ნაწილზე საათში 30 კმ-ზე სწრაფად გადაადგილება არ შეიძლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები