LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ან აბსოლუტურად არაადეკვატურია ან საოცრად უტიფარია ან პირდაპირი დავალებით ეწევა საბოტაჟს, რომ არაფერი არ მივიღოთ“ – ხუხაშვილი კობახიძის განცხადებასა და „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

860
BeFunky-collage (5)

„წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა. ის [კობახიძე] აგრძელებს შანტაჟის ენაზე ლაპარაკს. მისი განცხადება არის პირდაპირი საბოტაჟი ევროკავშირის პირობების შესრულების”, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს, 7 ივლისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, თუ დეკემბერში ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტი საარჩევნო ბარიერზე საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოოდ მიიღებს.

“ქართული ოცნება” მზადაა 2%-მდე დასწიოს ბარიერი, თუ საქართველო EU-ს კანდიდატის სტატუსს მიიღებს

„ჩვენ გვითხრეს გარკვევით, შეასრულეთ პირობები და მიიღეთ სტატუსი. ეს ეუბნება, რომ ჯერ მივიღოთ სტატუსი და მერე შევასრულებთ პირობებს. დიდი ბოდიში, მაგრამ იმ გამოცდილებით, რაც ევროკავშირს აქვს ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, ადეკვატური, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი საკითხს ასე დასვამდა?

როდესაც უკვე ხელმოწერილი დოკუმენტის ანულირება მოახდინეს, ახლა ეუბნებიან ჯერ მოგვეცითო [სტატუსი] და მერე რაღაცას ვიზამთო.

ან აბსოლუტურად არაადეკვატურია ან საოცრად უტიფარია ან პირდაპირ დავალებით ეწევა საბოტაჟს, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არაფერი არ მივიღოთ. ევროპიდან იყო ცალსახა გზავნილი – შეასრულეთ პირობები და შემდგომ, ავტომატურად მიიღებთ სტატუსს. კობახიძე არ ენდობა იქით ევროკავშირს თუ რა ხდება? წარმოუდგენელი თავხედობაა და მეტი არაფერი.

შენ მიდიოდე ოჯახში, ეწევი სიგარეტს. იმასთან სახლში არ ეწევიან. ეუბნება, რომ გადააგდე, ჩემთან სახლში არ მოსწიო და მერე შენ ეუბნები, რომ იცი რა, შემოვალ შენთან სახლში, ერთი თვე მოვწევ და მერე აღარ მოვწევ. კარგით რა, ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შეფასებისას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, ხოლო სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს “ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას” შექმნის.

magti 5g