LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბუჩუკური: „ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე, ნანა ამბროლაძე შვილის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს“

127
ანა ბუჩუკური

„ოცნება“ აგრძელებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების, მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნას. ხობის და სენაკის შემდეგ, ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის, მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბუჩუკურმა აღნიშნა, აღნიშნული სკოლის დირექტორად რამდენიმე დღის წინ მაკა გაბელაშვილი დაინიშნა, რომელიც იმავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა.

მისი თქმით, ამ ქვეყანაში მსგავსი მეთოდებით ადამიანებზე ზეწოლა აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს:

„ოცნება“ აგრძელებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების, მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნას. ხობის და სენაკის შემდეგ, ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის, მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას სკოლის ახალმა დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა გააცნო, რომელიც იმავდროულად „ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მაკა გაბელაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ დაიწუნა, თუმცა ის მაინც დაინიშნა სკოლის დირექტორად. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ის რამდენიმე დღის წინ სკოლის დირექტორის შოთა ჯინჯიხაძის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. ცნობისთვის, მაკა გაბელაშვილი თავის დროზე „ნაცმოძრაობას“ ემსახურებოდა, კერძოდ იყო „ნაცმოძრაობის“ კომისიის თავმჯდომარე. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ადამიანების იმედადაა დარჩენილი დღევანდელი „ოცნება“, რომელსაც არაფერი საერთო ღირებულებებთან აღარ შემორჩა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნანა ამბროლაძეს, რომელსაც ტყიბულში დიდ პატივს სცემენ და დავპირდეთ თითოეულ მათგანს – ამ ქვეყანაში „ნაცური“ მეთოდებით ადამიანებზე ზეწოლა აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს და ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით მივალთ ევროპაში!“ – განაცხადა ბუჩუკურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g